LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

79
1605703675-pfizer-vaccine-222-1-1024x767

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის ეფექტურობა შემოწმდა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში. კვლევისას 1 005 მოზარდს ვაქცინა გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, ისევე, როგორც 16 წელს ზემოთ ადამიანებში, გამოხატულია ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

საბოლოოდ, ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში აღემატება რისკებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები