LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქში ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია” – არჩილ თალაკვაძე

181
70890704-2111600305807734-7228985865375055872-o

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხმაურება. თალაკვაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ბევრი ანტისახელისუფლებო გვერდია, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მან ოპონენტებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავარი ტროლები სწორედ ისინი არიან, რომლებიც საზოგადოებაში მთავრობის მიმართ საპროტესტო განწყობას ქმნის.

Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა

"ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს „ფეისბუქის“ ყველა წესის დაცვით"

„არ ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, რეალურად „ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილია, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ, აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც… მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში – ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ – ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი. ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა“ ამხილა თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი „ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად.

“ფეისბუქი” არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ფეისბუქში არის არა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის“ ყველა მომხმარებელმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების გარეშეც, საკმარისი მხარდამჭერები ჰყავთ და სწორედ ეს განაპირობებს არჩევნებში მათ გამარჯვებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტიც უღირთ, როგორმე ხელისუფლება გააშავონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნებში მოქალაქეები მონაწილეობენ და არა ტროლები. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონ მოქალაქეზე მეტმა. ძალიან ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, ევროპასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე ქართულ ოცნებასთან ერთად. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და ეს მხარდაჭერა, რაც არჩევნებზე ფიქსირდება, ხალხი ვინც მხარს გვიჭერს დედაქალაქში და რეგიონებში – ვირტუალური არ არის. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არა ტროლები. ხალხს აქვს რეალური ინფორმაცია, რომელიც იღებს სხვადასხვა წყაროსგან და ათასჯერ ამოწმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 ყალბი ანგარიშები გააუქმა. კერძოდ, „ფეისბუქმა“ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა. სოციალური ქსელის ინფორმაციით, მათ უკან მდგომი პირები ადგილობრივი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. “ფეისბუქისვე” ცნობით, წაშლილი გვერდები მმართველ პარტიასთან და სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” იყო დაკავშირებული.

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა…” – პანდას გამოხმაურება და ინტერნეტმომხმარებლების რეაქციები (ვიდეო)

 

mazda magti 5g