LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მატჩზე ფიფას მიმართავს

102

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით.

როგორც ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები.

„ჩვენ ისევე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს FIFA-ს. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები.

„აფხაზეთის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის“ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ნიგერიის ინტერნაციონალური სტუდენტური ნაკრების წევრები 6 აგვისტოს ჩავლენ სოხუმში და ოკუპირებული რეგიონის ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან მატჩს 8 აგვისტოს გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები