LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრო: პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

1546274860_ganuleba-gagrdzelda

„პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა”, –  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, ვებგვერდზე vali. ge უკვე ატვირთულია მონაცემები 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.

„პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილის გამოსყიდვა მოხდა ფონდ „ქართუს” მიერ. ამისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ფონდ „ქართუს” და ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ  „ქართუს” შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით ჩაერთო 14 საფინანსო ორგანიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები