LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული

520
bidzina_ivanishvili_magida

ჟურნალ „ფორბსის“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, იგი 365-ე ადგილზეა მსოფლიოს მილიარდერებს შორის. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 300 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგში 456-ე ადგილი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ „ფორბსის“ 2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 131 მილიარდი აშშ დოლარით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები