LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულა“ მაუწყებლობას 1 ოქტომბერს დაიწყებს

263
df

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. 

„ფორმულა კრეატივის“ განცხადება - „ვქმნით ახალ მედიაპლატფორმას!..“

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი და „ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი საღინაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს

„ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

შეგახსენებთ, კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის საჭირო კანონით განსაზღვრული დოკუმენტები სრულად წარდგენილი არ ჰქონდა, რის გამოც კომისიამ “ფორმულას” ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა.

დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ კი, კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები