ნუცა ბუზალაძე კვლავ დუბაიში გაემგზავრა. როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში დიდხანს ვერ ჩერდება. ჯერ აშშ-ში იმოგზაურა, შემდეგ დუბაიში იყო, საქართველოში სულ რამდენიმე დღით დაბრუნდა და კვლავ დუბაიში გაემგზავრა.
ახალი ფოტოსთვის, რომელიც „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა, ნუცამ შავი ტოპი და მოკლე ქვედაბოლო შეარჩია. ტოპში მომღერალს სხეულის ფორმები კარგად აქვს გამოკვეთილი.
ვიდეოში კი ჩანს, როგორ სეირნობს ის სანაპიროზე – „ჩემი დუბაი“, წერს მომღერალი.