ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 მოიგო.
საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს ხვიჩა კვარაცხელიაც დაესწრო.
როგორც გავრცელებულ კადრში ჩანს, ხვიჩა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ნიცასთან ერთად იმყოფებოდა.
ფოტო: MatchDay