მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც საოცრად დახვეწილი და ელეგანტურია.
კადრებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა: “დალი სასწაული ხარ…ულამაზესი ხარ”.
დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ როდესაც გრძნობს, ხუთ კილოგრამამდე მოიმატა, ცდილობს, დიეტა დაიცვას, რადგან წონის მატებისას საკუთარი თავი არ მოსწონს:
„ჩემთვის 2-3- კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელი ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის აკრეფა დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატებია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ (იცინის). რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში“.
ამავე თემაზე:
ფოტო/ვიდეო: დალი ჩიტალაძის ქუჩის სტილი ბათუმიდან
„ჩემი დაბადების დღის ლუქი“ – დალი ჩიტალაძე ჟოლოსფერ სამოსში შეუდარებლად გამოიყურება