LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მეგრული სიმღერის ძალა – ანსამბლმა „იბერმა“ პორტუგალიელ მსმენელს „ჰარირა“ ასწავლა და ამღერა

178
იბერი

ანსამბლი „იბერი“ ხშირად დადის გასტროლებზე ევროპულ ქვეყნებში.

ამჯერად „იბერი“ პორტუგალიაში, ქალაქ ევორაში გაემგზავრა. ევორაში ყოველწლიურად Imaterial Festival-ი ტარდება, სადაც ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა მსმენელის გული დაიპყრო.

ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, რომელიც ქართულ ფოლკლორულ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს, ბიჭებმა პორტუგალიელებს სიურპრიზი გაუკეთეს და შეასრულეს „ევროვიზიის“ გამარჯვებულის, სალვადორ სობრალის ცნობილი სიმღერა.

კონცერტის ბოლოს, „იბერის“ ბიჭებმა მთელ დარბაზს ამღერეს ცნობილი მეგრული სიმღერა „ჰარირა“.

კონცერტის დასრულების შემდეგ „იბერი“ ბისზე გამოიძახეს და იმავე სიმღერის კიდევ ერთხელ შესრულება სთხოვეს.

ბისის შემდეგ კი დარბაზში მსხდომებმა ისევ დაიწყეს „ჰარირას“ შესრულება და ქართველი მომღერლები დიდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც კონცერტს და იქ შექმნილ შესანიშნავ გარემოს ასახავს.

ანსამბლი „იბერი“ 2012  წელს მომღერალმა ბუბა მურღულიამ დააფუძნა.

მას შემდეგ „იბერი“ მრავალ ქვეყანას სტუმრობს და ქართულ სიმღერას პოპულარიზაციას უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები