ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა, მის რჩეულთან ერთად რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
ნინუცა მაყაშვილი და მისი შეყვარებული საკუთარ გამომწერებს არაჩვეულებრივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად ნინუცამ ფოტოები ლოპოტას ტბიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ერთად ისვენებს.
როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა და წყვილმა უამრავი კეთილი სურვილი და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
ნინუცას გამომწერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს.