მაკა ასათიანი საქართველოშია და ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად სხვადასხვა ადგილას დადის. ახლახან მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დისშვილთან, მარიანა აჩბასთან ერთად არის გადაღებული, ხვამლის მთაზე, ლეჩხუმში.
მაკა ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს შვილი შეეძინა. პატარას მაკა ვაკის პარკში ასეირნებს ხოლმე და ამის ამსახველი ფოტოც შეგიძლიათ, „ინსტაგრამზე“ ნახოთ.