LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრონტის ხაზზე მყოფ ქართველ მებრძოლებს საევაკუაციო მანქანა დაუზიანდათ, შეძენას 5-6 ათასი დოლარი სჭირდება.. ქართველი ხალხის სახელით ჩაუყვანენ“ – ზურაბ ჯაფარიძე მებრძოლებისთვის ფინანსებს აგროვებს

148
ზურა ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ფინანსებს აგროვებს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ქართველებს საევაკუაციო მანქანა სჭირდებათ, რომლის ღირებულებაც 5-6 ათასი დოლარია და ის მათ ქართველი ხალხის სახელით გადაეცემათ. 

„უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფ ქართველ მებრძოლებს დაუზიანდათ მანქანა, რომელსაც იყენებდნენ საევაკუაციოდ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ა.შ.

მსგავსი მანქანის შეძენას სჭირდება 5-6 ათასი დოლარი – შეძენილ მანქანას მათ ჩაუყვანენ ქართველი ხალხის სახელით.
ყიდვიდან დაწყებული მებრძოლებამდე ჩასვლით, მთელი პროცესი იქნება საჯარო.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი – მიმღები გიორგი მსხალაია

  • #GE67BG0000000101218328
  • GE67BG0000000101218328

თიბისი ბანკი – მიმღები ნიკოლოზი მიქაია

  • #GE33TB7527145066300003
  • GE33TB7527145066300003

ფეიფალი: paypal.me/BGrigalashvili

დანიშნულებაში მიუთითეთ „თავისუფლებისთვის“
ძალა ერთობაშია!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.