LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოპათიისადმი მიდრეკილი მამაკაცები ქალებისთვის უფრო სასურველები არიან

159
SDG

მამაკაცის ფსიქოპათიური თვისებები ქალის გულის დაპყრობის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი კარგი საშუალება შეიძლება იყოს. როგორც კანადელი მკველვარები ირწმუნებიან, ქალებისთვის ფსიქოპათიისადმი მიდრეკილი მამაკაცები უფრო მიმზიდველები არიან.

ჟურნალში Evolutionary Psychology Science გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ფსიქოპათიური თვისება მამაკაცებს ეხმარება, რომ ქალების ყურადღება მიიპყროს.

მკველავრებმა 46 მამაკაცს სთხოვეს აეხსნათ, რა მოსწონთ და რას აქცევენ ყურადღებას პირველი პაემანის დროს და ზოგადად, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სასიყვარულო ურთიერთობებში. კვლევაში მონაწილე მამაკაცების შეფასებები ასზე მეტ ქალბატონს აჩვენეს. მათ დაევალათ თითოეული მამაკაცის ზოგადი მიმზიდველობისა და თავდაჯერებულობის დონე განესაზღვრათ.

როგორც აღმოჩნდა, ფსიქოპატიური თვისებების მქონე მამაკაცებმა ყველაზე მეტად დაიმსახურეს ყურადღება.

„ფსიქოპათიურ მამაკაცებს აქვთ ქცევის საკუთარი სტილი, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან ან გრძნობენ სიმშვიდეს, ან ზუსტად იციან რა უნდა თქვან ქალების ყურადღების მოსაპოვებლად.”- ამბობენ მკვლევარები.

როცა ფსიქოპათს წარმოვიდგენთ, როგორც წესი, გონებაში წარმოგვიდგება შეიარაღებული ადამიანი შეშლილი მზერით, მაგრამ კვლევის ავტორები იმასაც მიუთითებენ, რომ რეალურად ასე მარტივად არაა საქმე. ეს არის სტერეოტიპული შეხედულება, რომლებიც სხვადასხვა ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გავლენით ჩამოგვიყალიბდა. სოციოპათები ადამიანებზე გავლენის მოხდენის ოსტატები არიან, რაც ბევრ ქალს სასიყვარულო ინტრიგებში ითრევს.

ცნობისთვის, ფსიქოპათიის სიმპტომებს შორის სახელდება: ცინიზმი, ქედმაღლობა, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება, სხვების უპატივცემულობა, საკუთარი ხიბლის სხვების მანიპულირებისთვის გამოყენება (პირადი მოგების, ან სიამოვნებისთვის), ზედაპირული ურთიერთობები, ნაკლები მეგობარი და უფრო მეტად – საქმიანი კონტაქტები, რისკიანი ქმედება და ასე შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები