LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა: ივანიშვილი

101
2

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პროგრამის წარდგენაზე ყოფილი ხელისუფლებაზე გააკეთა აქცენტები და თქვა, რომ თავს მოვალედ თვლის, ხალხს შეახსენოს რა ხდებოდა ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე. ივანიშვილის თქმით, არასდროს დაავიწყდებათ წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

„ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმადქცეული მოვლენა იყო”- თქვა ივანიშვილმა.

მანვე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი ხელისუფლება ეკლესიის შევიწროებასა და “კულტრული თვითყოფადობის წაშლის” მცდელობაში დაადანაშაულა.

“ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდანგა დაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, “ქართული ოცნება” ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული მოქალაქის ცხოვრება

“ქართული ოცნება”  საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები