LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფურცხვანიძე – თავს დამნაშავედ არასდროს ვცნობ.. ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ

155
ფორტუნა - 2023-03-23T143433.071

დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, – ამ სიტყვებით მიმართა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ დაკავებულმა დამფუძნებელმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორებს.

როგორც ფურცხვანიძემ აღნიშნა, ის ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვდა, რაზედაც პროკურატურისგან უარი მიიღო.

„ვიხვეწები და პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია. ვიხვეწებოდი, ვინც კომპეტენტურია, ის დავკითხოთ-მეთქი, პროკურატურისგან პასუხია არ დავკითხოთო, განა – ვერ“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ფურცხვანიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ფურცხვანიძე მოსამართლეს: მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ – ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ასევე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, პატიმრობა შეუცვალეთ

ლაშა ფურცხვანიძე მოსამართლეს: „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები