რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესს ხშირად იწვევენ ისეთი ადამიანები, რომელთა “დავერბორკება” მათი წარსული ცხოვრების გამო იოლია. დიდი ალბათობით გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტი ვასამბეგ ბოკოვი მათ რიცხვს მიეკუთვნება.
„ტვ პირველთან“ საუბრისას ვასამბეკ ბოკოვის ძმა, მუხაბეკ ბოკოვი ამბობს, რომ მას დაახლოებით ერთი წელია არ უნახავს ძმა. მანამდე ის ინგუშეთში ბაზარში მუშაობდა. ბოლოს სხვისი ორი ავტომობილი დაამტვრია, რის გამოც ძმამ სცემა და სახლიდან გააგდო. ვასამბეგ ბოკოვის კვალი ამის შემდეგ ქრება.
გიორგი გაბუნიას სახის, სახელისა და გვარის შეცვლა შესთავაზეს
ბოკოვის ძმა ამბობს, რომ როდესაც შეიტყო, მისი ძმა თბილისში დაიჭირეს, ცდილობდა დაკავშირებოდა, მაგრამ ტელეფონის ნომერი მიუწვდომელი იყო.
ის აცხადებს, რომ ძმის დაკავების ვიდეომასალა ბევრჯერ ნახა. გვარი, სახელი, დაბადების თვე და წელი ემთხვევა, მაგრამ ამბობს, რომ კადრებში ნანახი დაკავებული ადამიანი მისი ძმა არ არის.
„ათასჯერ მაინც ვნახე ეს კადრები, მაგრამ საკუთარი ძმა ვერ ვიცანი“, – ამბობს ბოკოვი.
ძმის ინტერვიუდან ორი ვერსია იკვეთება. სახლიდან გაგდებული 37 წლის ინგუში რუსული სპეცსამსახურების რეკრუტირების მსხვერპლი გახდა, რაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ხელწერაა. ან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანის პასპორტი სხვა პირის ხელში აღმოჩნდა და საქართველოში არა ვასამბეკ ბოკოვი, არამედ სრულიად სხვა ადამიანი ჩამოვიდა.
წყარო „ტვ პირველს“ უყვება, რომ ამ საქმეს ამოფარებული არა ვასამბეკ ბოკოვი, არამედ ჰმედ გუციაევი დგას.
ფსბ-ეს ეს ხელწერა კარგად არის ცნობილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დევნილი ლიდერისთვის, აჰმედ ზაკაევისთვის.
აჰმედ ზაკაევს მოკლული ჟურნალისტები ბევრი უნახავს. „ტვ პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზაკაევი ჰყვება, რომ გაბუნიას საქმე წყლის წვეთივით ჰგავს რუსეთის ხელისუფლების მიერ მოკლული სხვა ჟურნალისტების საქმეებს.
„ეს საქმე რომ პირდაპირ კადიროვს დავუკავშირო და პუტინის მიმართულებით დარტყმა შევამსუბუქო, ამას არ გავაკეთებ. არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ამ დანაშაულის უკან დგას პუტინი, პირადად პუტინი. დანაშაულის ჩადენის ბრძანება პუტინის მიერ არ არის უარყოფილი. ეს ბრძანება ძალაში იქნება, სანამ მას არ შეასრულებენ. რატომ არის ჩუმად საქართველოს ხელისუფლება, ეს არის პოლიტიკური სიმხდალე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ გაჩუმდნენ ამ პრობლემებზე. თუ მათ იმედი აქვთ, რომ ამ ფაქტებზე გაჩუმებით ისინი პუტინის გულს მოიგებენ, ეს უდიდესი შეცდომაა. უნდა შემოვკრათ განგაშის ზარს. მსოფლიო უნდა გავაფრთხილოთ“, – აცხადებს ზაკაევი „ტვ პირველთან“ საუბარში.
60 წლის ჩეჩენი ემისარი, აჰმედ ზაკაევი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
„გვარამიამ ყველაფერი ჩააფლავა“ – სააკაშვილისა და ადეიშვილის სკანდალური ჩანაწერი
აჰმედ ზაკაევმა პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში 2003 წელს მიიღო. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს.