LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაბრუნებული ნაგვის ურნები, წაქცეული ხეები და ავტობუსის მოსაცდელი – ბათუმში ძლიერი ქარია (ფოტო)

50253129_2576353065727659_2261829580228657152_n

ბათუმში ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარემ 25 მეტრ წამს გადააჭარბა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია მცირე ზომის ხეები, ასევე ფანჩატურები, ნაგვის ურნები, პარკირების ნიშნები. დაზიანებულია სარეკლამო ბანერები, ავტობუსის მოსაცდელი.

აჭარის ტელევიზია ვითარების ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

 

 

უამინდობამ პრობლემები შექმნა ქალაქ დმანისშიც, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მთლიანად დაზიანებულია, ასევე დაზარალდნენ კერძო სახლების მეპატრონეებიც.

ქალაქში ამ დროისთვის ზიანის აღწერა მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყო. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ხოლო სახლების გადახურვას დმანისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

სინპტიკოსებით პროგნოზით, 2 დღის განმვალობაში ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაუარესდება, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები