LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგომა იყო რეაქცია მოთხოვნაზე – ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

109
29664650_2487736348117353_4414494617647767406_o

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგომის შემდეგ, მომხდარზე პირველ განმარტებებს აკეთებს.

როგორც ის ამბობს, თანამდებობიდან წასვლა გუნდს თავად შესთავაზა და ეს საკითხი „ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთანაც განიხილა.

ჯობდა უფრო ადრე გადამდგარიყო - წულუკიანი კობახიძეზე და აქციაზე

ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო.

კობახიძის განცხადებით, მან თავად შესთავაზა გუნდს, რომ დატოვებდა თანამდებობას და ამ მიზნით ესაუბრა კიდეც მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება თავად რუსი დეპუტატის ვიზიტს, კობახიძის თქმით, რისკებისგან თავის დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც კითვა დაისვა, რომ ჩემს გადადგომას ითხოვდა კონკრეტული პარტია, ამაზე გავაკეთე რეაქცია. ვიყავი სხვა ქვეყანაში და ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება სხვა ქვეყანაში სწორი არ არის“ – განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე გადადგა

განცხადება ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გამართა. მას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g