LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტე წავიდე უკრაინაში, იქ ძალიან სჭირდებათ ექიმების დახმარება“ – გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის

270
ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა.

“დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე. ჩემს მეგობრებთან ერთად, გადაცემის წამყვანებთან ერთად გადავწყვიტეთ ჩავიდეთ და დავეხმაროთ ხალხს.

ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

http://

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g