„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, მათ დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არაფორმალურად როგორ იმართებოდა ქვეყანა.
ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა
„პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს.“
„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის.
სამ კაცთან კონსულტაციებიო აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო.
ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილს დებატებს და პირისპირ საუბარს პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში, კიდევ ერთხელ სთავაზობს.