„ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის „საქართველოსთვის“, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ამის მიზეზი ისაა, რომ „საქართველოსთვის“ გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, მმართველ პარტიას კარგად იცნობს.
„ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის „საქართველოსთვის“, ბატონი გახარიასი და მთლიანად მისი გუნდის. მარტივი მიზეზის გამო:
გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ
გახარიას სიტყვებით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება „იძულებითი ნაბიჯი იყო“
იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი, მათი სამოქმედო გეგმები, ე.წ. modus operandi [მოქმედების ხერხები]
მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გამოვიყენებთ მათ საწინააღმდეგოდ ამ არჩევნებზე“. – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „TV პირველის“ ეთერში.