LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ: ნათელაშვილი

107
1

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარია კითხვებზე ასეთი პასუხების გაცემას გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ.

როგორც ნათელაშვილი ვარაუდობს, თუ გახარია პირდაპირ დარტყმებზე არ გადავა და რეჟიმის მეთაურს კორუფციასა და სხვა დანაშაულებებში არ ამხელს, პოლიტიკურ კარიერას ძალიან მალე დაასრულებს:

“ის თუ არ გადავიდა პირდაპირ დარტყმებზე და არ ამხილა რეჟიმის მეთაური კორუფციაში, სახელმწიფო შესყიდვაში, რეპრესიებში, ქვეყნის მითვისებაში, ყველა იმ უბედურებაში, რაც მან, როგორც პრემიერმა, ძალიან კარგად იცის, ასე მცირე სიმართლით სიარული, პირველ რიგში, მას წაატეხინებს კისერს და პოლიტიკურ კარიერას ძალიან მალე დაამთავრებინებს.” – თქვა ნათელაშვილმა.

გახარია–ივანიშვილის "პოლიტიკური ომი" – მითი თუ რეალობა

"თამაში მიდის იქით, რომ მმართველი გუნდი გახლიჩონ"

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი “პატრონებთან” საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან მას კონკურენტი გამოუჩნდა:

“მე ვრჩები ისევ იმ აზრზე, რომ აღნიშნული ფიგურა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სარეზერვო ვარიანტია. დაინახეს, რომ მათ მოკავშირე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა, შესაძლოა, ძალაუფლება ვერ შეინარჩუნოს, ამიტომ მთელი თავიანთი რეზერვი გამოყარეს. ოლიგარქის გამწარება აქედანაც მოდის, რომ პატრონებთან ცდილობს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას იმიტომ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა.

ივანიშვილმა თქვა, რომ არამარტო პარტიის, სამშობლოს ღალატი იყოო და ასეთ ფრაზებს იყენებდნენ სწორედ ბოლშევიზმის დროს, როდესაც რეპრესიებს ახორციელებდნენ თავის თანაპარტიელებზე. ლენინის პოლიტბიურო გადაცხრილა სტალინმა მთლიანად და ყველას საფუძველი სახელმწიფო ღალატი იყო. ეს ტრადიცია ახლაც უცვლელად გრძელდება. დაპირისპირება თანამებრძოლებს, თანამზრახველებს შორის პოლიტიკაში კიდევ უფრო სასტიკია და უფრო საშინელი ანგარიშსწორებით მთავრდება. მე რა უნდა დამიპირისპირდნენ, იციან ჩემი მტერია, მაგრამ იქ, შიგნით ეს გრძნობები ძალიან გამძაფრებულია და გვაგონებს ცოლ-ქმარი რომ იყრება, იქ ატეხილ ისტერიკას და სიძულვილს”. – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g