LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოჯანმრთელდა 1 131 პაციენტი, დაინფიცირდა 1 547 და გარდაიცვალა 18 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

51
Untitled design

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 131-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 298 807-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,06%, ბოლო 14 დღის – 5,66%, ბოლო 7 დღის – 6,76%.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 319 266-ია.

კოვიდინფექციამ კიდევ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 245 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 69 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 354 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 759-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 25 541 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, PCR ტესტით – 11 329.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 3 089 ადამიანი აიცრა, სულ ვაქცინირებულია 54 687 მოქალაქე.

რაც შეეხება მონაცემებს რეგიონებში, ახალი შმეთხვევების გადანაწილება ასეთია: 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა,

აჭარა – 141,

იმერეთი – 115,

ქვემო ქართლი – 77,

შიდა ქართლი – 43,

გურია – 33,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117,

კახეთი – 52,

მცხეთა-მთიანეთი – 46,

სამცხე-ჯავახეთი – 13,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

პოპულალურები