LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ორსულობა კოვიდ-19-ის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

153
1

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს და აცხადებს, რომ მათი აცრა კოვიდვაქცინით აუცილებელია.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე ორსულებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევს ორსულებს აცრას.

როგორც გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს თქვა, შარშან საქართველოში კოვიდ-19-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა.

მისივე თქმით, ორსულებისთვის დაშვებულია “ფაიზერის”, “მოდერნასა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის უნდა იყოს:

“სამწუხაროდ, დედათა, ორსულთა სიკვდილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და ჩვენც გვაქვს საქართველოში. რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა? ორსულთა აცრები ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ვაქცინითაა დაშვებული. ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხლებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის.

უნდა აეხსნას კარგად, რომ სწორედ აცრა იცავს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით, უწერია, რომ არის ინაქტივირებული ვაქცინა. ზოგადად, ინაქტივირებული ვაქცინები კეთდება ორსულებში, არა კოვიდის, არამედ საერთოდ ამ პრიცნიპზე დამყარებული. მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ ავცრიდით.

მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისში, ამიტომაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და „ასტრაზენეკაზე“ თქვენ იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარია 45 წელი. ამიტომაც ეს ორი ფაქტორია, რატომ გვიან და ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილეა ჩემი კოლეგა მეან-გინეკოლოგებისა და ორსულების.

ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ. ორსულობისას მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადების და მათ შორის კოვიდისაც. იცით, რომ გრიპზე ორსულთა აცრა აუცილებელია და ჩვენ მაქსიმალურად ვცრით. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, ამ შემთხვევაში, „ფაიზერით“ და მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა”, – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g