LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი ქალი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იყო: “ბავშვები გამოუშვია ეზოში და ცოტა ხანში აფეთქება მოხდა”

211
BeFunky-collage (5)

ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება სავარაუდოდ, გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეოთხე სართულზე მცხოვრები 65 წლამდე ქალი, კედლის გადმონგრევის შემდეგ, შენობიდან გადმოვარდა.

“მარტო ცხოვრობდა, შვილი და შვილიშვილები იყვნენ მოსულები, ბავშვები გამოუშვია ეზოში, წავალთ ეზოშიო, უთქვამთ, ისინი ჩამოსულან და ცოტა ხანში აფეთქება მოხდა,” – ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი “რუსთავი 2”-თან.

აფეთქების გამო მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g