LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

141
page_fec5536c-c2be-4bae-a03d-afd66b55800e

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა დაკავებულეის უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რამდენიმე პირი დააკავეს 

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 – წლიანი ლიცენზია.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა – არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g