LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ზეწოლას ახდენს: თალაკვაძე

47
არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნების” წევრი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიციონერები საპარლამენტო ოპოზიციაზე ზეწოლას ახდენენ და ცდილობენ, მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პუნქტი , ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე შესრულდეს.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ წარდგენილი პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, სრულად ასახავს იმ პირობასა და იმ მოთხოვნას, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული:

“ამ მომენტისთვის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, სრულად ასახავს იმ პირობას და იმ მოთხოვნას, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული. კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც პარტლამენტშია წარმოდგენილი, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს.

მესმის, რას ემსახურება ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას. ისინი ცდილობენ მიშელის შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, შესრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე. ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა.

დღეს როცა ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების ნომერ პირველი საკითხი არის პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამ ფონზე, როცა ამდენი დრო და ენერგია იხარჯება ავუხსნათ ოპოზიციას, რატომ არის ამ პუნქტების შესრულება საჭირო და თან ავუხსნათ ის, რაც მათ კარგად იციან, ვფიქრობ, არ არის სწორი. ეს არ არის თანხვედრაში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინთან. ჩვენი რჩევა იქნება – დროულად შევასრულოთ ის საკითხები, რაზეც სხვადასხვა ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს. ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველა მხარეს. არ შეიძლება ეს კანონი მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის ან მეორე მხარეს ერთი ადამიანისთვის იყოს შექმნილი.” – თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს მოწოდება არ არსის მხოლოდ იმისთვის, რომ ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უთანხმოება და პოლიტიკური დაპირისპირება დასრულდეს, მათ მომავალი აინტერესებთ და დრო არ უნდა იხარჯებოდეს ისეთ საკითხზე, როცა მოქალაქეები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ელოდებიან.” – თქვა თალაკვაძემ.

პოპულალურები