LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეთ ყოფნისას შინაურ ცხოველებს შორის სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია

126
dogcoronavirus-042820getty

აშშ–ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა – შინაურ ცხოველთა გასეირნების დროს სოციალური დისტანცია ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ადამიანთა შემთხვევაში. ასეთი გადაწყვეტილება მედიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც Covid-19–ით რამდენიმე კატა და ძაღლი დაინფიცირდა.

სპეციალისტების აზრით, გარეთ ყოფნის დროს ცხოველებს შორის კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. ცხოველებსა და ადამიანებს შორის კი 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. ხოლო ის ცხოველები, რომლებსაც გასეირნება არ სჭირდებათ, მაგალითად კატები, უმჯობესია თუკი მთელ დღეს სახლში გაატარებენ.

ადგილობრივებს ურჩევენ, რომ მოერიდონ პარკებს სადაც ბევრი ცხოველი იყრის თავს და თუკი ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ოთხფეხა მეგობართან კონტაქტს უნდა მოერიდოს.

ცხოველიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის რისკი მცირეა, თუმცა ადამიანიდან ცხოველზე გადადების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

ცხოველის ინფიცირების პირველი ფაქტი ბრონქსის ზოოპარკში აღმოაჩინეს, როდესაც ვეფხვს ვირუსი მომვლელისგან გადაედო. პირველ შემთხვევას კი მალევე ოთხი ვეფხვის და სამი ლომის დაავადება მოყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები