LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებიკი პრინცესა დაიანას საკულტო კაბაში

724
elizabetdebek

დიდ ბრიტანეთში სერიალის „გვირგვინი“ საფინალო სეზონის გადაღებები გრძელდება. პრინცესა დაიანას როლს ამ სეზონში 31 წლის ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი ასრულებს. მსახიობისა და ლედი დის გასაოცარ მსგავსებაზე მედია გამუდმებით წერს. დებიკის ახალ გამოჩენას კი ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

ელიზაბეთ დებიკი პრინცესა დაიანას როლში – კადრები „გვირგვინის“ ახალი სეზონის გადაღებებიდან და გასაოცარი მსგავსება

საუბარია პრინცესა დაიანას შავ კაბაზე, რომელიც მას 1994 წელს Vanity Fair-ის წვეულებაზე ეცვა. ეს იყო პრინცესა დაიანას პირველი გამოჩენა პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ და ის ამ დღეს „კრისტინა სტამბოლიანის“ ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც მედიაში „შურისძიების კაბა“ უწოდეს. კაბა უჩვეულოდ სექსუალური იყო, რაც პრინცესა დაიანას გარდერობისთვის მკვეთრად შეუსაბამოდ მიიჩნიეს. წერდნენ, რომ ეს კაბა დაიანამ სამეფო ოჯახზე შურისძიების მიზნით შეარჩია. ამჯერად სერიალში სწორედ აღნიშნულ მონაკვეთს იღებენ და ელიზაბეტ დებიკიმ ლეიდი დის საკულტო სცენა განასახიერა. მსგავსება მართლაც გასაოცარია.

ქეით მიდლტონის კაბის საიდუმლო – მას ზუსტად ისეთი კაბა ეცვა, როგორც პრინცესა დაიანას ძველი „ბონდის“ პრემიერზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები