LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის კაბის საიდუმლო – მას ზუსტად ისეთი კაბა ეცვა, როგორც პრინცესა დაიანას ძველი „ბონდის“ პრემიერზე

810
katediana

ქეით მიდლტონის ოქროსფერი კაბა, რომელიც მას „ბონდიანას“ მორიგი ფილმის პრემიერაზე ეცვა, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კაბად დასახელდა. „ჯენი პეკჰამის“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა მიდლტონმა წითელ ხალიჩაზე ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.

დღეს კაბის განხილვა გრძელდება. მოდის ექსპერტები ერთმანეთის მიყოლებით წერენ სოციალურ ქსელებში საკუთარ მოსაზრებებს. გაირკვა, რომ ოქროსფერი კაბა მიდლტონმა შემთხვევით არ შეარჩია, ეს ზუსტად იმ კაბის ანალოგია, რომელიც პრინცესა დაიანას 1985 წელს ეცვა, თანაც ასევე ბონდის პრემიერაზე. პრინცესა დაიანას კაბას უფრო ვერცხლისფერი დეტალები ჰქონდა, თუმცა ჭრილით, ფორმებით და სიკაშკაშით, ის ქეითის კაბის ანალოგია.

1985 წელს ლედი დი ბონდის შესახებ გადაღებული მორიგი ფილმის პრემიერას დაესწრო. მაშინ მთავარ როლს ფილმში როჯერ მური ასრულებდა. მედიაში იმასაც წერენ, რომ ქეით მიდლტონმა ამ კაბით დედოფალსაც მიაგო პატივი, რადგან ელისაბეთსაც ძალიან უყვარს ოქროსფერი სამოსი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g