მომღერალი გელა გნოლიძე ჟურნალ „თბილისელებს“ პირადი ცხოვრების შესახებ უყვება. ის 20 წლიდან დაქორწინებულია, ჰყავს მეუღლე, რომელიც ბანკში მუშაობს და მუსიკისგან საკმაოდ შორს არის და ორი შვილი, 19 წლის ნიკა და 5 წლის დემე.
გელა ამბობს, რომ მას მეუღლე უჟმურს ეძახის:
„ჩემი მეუღლე ამბობს, უჟმური და უხასიათო ხარო (იცინის). ამას აქვს თავისი მიზეზი – მთელი დღე რომ მუსიკის კეთებაში, რეპეტიციებში, გადაღებებზე და ამ ხმამაღალ მუსიკაში ვარ, სახლში ჩუმად ყოფნა, დუმილი და სიწყნარე მიყვარს, ასე ვისვენებ…“