LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალურმა პროკურატურამ “კარტოგრაფების” საქმეზე გამოძიება დაასრულა და ჩანაწერები გაასაჯაროვა – საქმე საქალაქო სასამართლოში წარიმართება

196
FORTUNA.GE- (6)

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოიება დაასრულა.

ცოტა ხნის წინ, დავით გარეჯის საქმეზე, თბილისის პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა და თქვა, რომ საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

” სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა ასამდე პირი. სახელმწიფო უწყებებიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ამოღებული, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა.

1937-38 წლების 1 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში იქნა აღმოჩენილი.

დასახელებული რუკა წარმოადგენს საქართველის სახელწიფო საკუთრებას და კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.” – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორც დადგენილია, ბრალდებულები სახელწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, საზღვრის ხაზზე – შეთანხმების ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა – მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-1980-იან წლებში გამოცემული რუკების საზღვრის ხაზს.

გენერალურმა პროკურატურამ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდების საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარეს შორის გამართული საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერიც მოიპოვა, რომელიც დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა კი უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გასული წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g