LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways: არანაირი ფინანსური დახმარება მთავრობისგან არ მიგვიღია

163
Airzena

ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან კობერიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს და მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ ქართული დროშა მეტ ქვეყანაში ჩავიდეს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, დეპუტატ ლევან კობერიძის და სხვა ფსევდო პატრიოტების მიერ რამდენჯერმე გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, თითქოს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” საქართველოს მთავრობამ დააფინანსა 600 000 ლარით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი ფინანსური დახმარება, მიუხედავად უდიდესი ფინანსური ზარალისა, რომელიც განიცადა ჩვენმა ავიაკომპანიამ, ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენ მოგვიწია რეალიზებული ავიაბილეთების თანხის დაბრუნება 40 000-ზე მეტი მგზავრისთვის, რამაც საბრუნავი თანხები პრაქტიკულად გამოგვაცალა. ყველა რუსულმა ავიაკომპანიამ, რომელმაც იზარალა ავიასანქციების შედეგად, უკვე მიიღო დახმარება რუსეთის მთავრობისგან.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” უკვე 25 წელია ასრულებს ავიარეისებს და ჩააქვს დროშა ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. როგორც ჩანს, პარლამენტარი ლევან კობერიძისთვის და სხვა ფსევდო პატრიოტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს როდესაც საქართველოს ბიუჯეტიდან უცხოური ავიაკომპანიები ფინანსდება და პრობლემაა მხოლოდ ის, თუ ქართულ ავიაკომპანიას გაეწევა დახმარება. მსგავსი დამღუპველი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია, თუმცა ასეთი ფსევდო პატრიოტები არცერთი თემით სპეკულირებას არ ერიდებიან.

საქართველოს პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს და ვფიქრობთ, რომ მის ინტერესებშიც უნდა იყოს, ქართული დროშა რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ჩავიდეს. მოვუწოდებთ ლევან კობერიძეს და სხვებს, გააცნობიერონ რომ ქართული ავიაკომპანია ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ნებისმიერი ქვეყნისთვის, ავიაცია არის სტრატეგიული დარგი, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოეკიდოს“, – აცხადებს რომან კაკულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები