LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს იწყებს – რუსული მედია

145
გაიაშვილი (2)

რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიას Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფრენები ხუთი ევროპული ქალაქი მიმართულებით იგეგმება. ესენია: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.

„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, – განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

გაიაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.

„ბუნებრივია, შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“, – დასძინა თამაზ გაიაშვილმა.

mazda magti 5g