LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასვლის მსურველმა პირებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ

82
merlin-182925225-d7ab888e-db6d-4bd2-8d59-786389a028af-articleLarge

გერმანიაში საჰაერო გზით ჩასვლის მსურველმა პირებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. Deutche Welle, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ:

“იმ პირებს, რომლებსაც აქვთ გერმანიაში საცხოვრებელი ან ბინადრობის უფლება, ან თუ არიან ტრანზიტული მგზავრები, ქვეყანაში შესვლის უფლება COVID-19-ის უარყოფითი ტესტის ქონის შემთხვევაში ექნებათ. უარყოფითი ტესტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში შესვლისთანავე. საჰაერო ხომალდის დროს ავიაკომპანია ვალდებულია შეამოწმოს ტესტის შედეგი გამგზავრებამდე. იგივე ეხება მატარებლებს, ავტობუსებსა და ბორნებს. შემთხვევითი შემოწმება ხორციელდება ეროვნულ საზღვრებზე საზღვრის სისტემატური კონტროლის გარეშე. ტესტი ბოლო 48 საათში უნდა იყოს აღებული”.

ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში. ამასთან, მოქალაქეებს ტესტის ჩატარების საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები