LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღამის შოუს” წამყვანს ქუთაისის მერიამ მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა – ბრალდება და იუმორისტ გიორგი გაბუნიას პასუხი

1197
გაბუნიამიწისნაკვეთი

ქუთაისის მერიამ “ღამის შოუს” წამყვანს, გიორგი გაბუნიას 10 წლით 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ გაავრცელა.

“ქუთაისის მერია ღამის შოუს წამყვანს, გიორგი გაბუნიას 10 წლით აძლევს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, აქედან 500 კვ.მ 2021 წლის აგვისტოში უკვე გადაცემული აქვს ვალდებულებებით, მათ შორის არის სტადიონის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბარიც კი არავის დაუდევს, ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის ნაცვლად, გაბუნიამ დამატებით კიდევ 500 კვ.მ მიწა მოითხოვა. ქუთაისის მერმა საკრებულოში უსწრაფესად შემოიტანა განცხადება, რომ დამატებით 500 კვ.მ გადასცეს. ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური კორუფციის, როგორ ყიდულობს ლოიალობას “ქართული ოცნება” გავლენიანი ადამიანებისგან და შემდეგ ეს ადამიანები ათას ზიზღს, სიძულვილს ანთხევენ საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომლებიც არიან დაპირისპირებული ამ ხელისუფლებასთან და სამართლიანად იბრძვიან დეოლიგარქიზაციისთვის”, – განაცხადა ბრიფინგზე შუშანიამ.

გავრცელებულ ფაქტს გამოეხმაურა ბრალდების ადრესატი გიორგი გაბუნია.

“რამდენიმე საათის წინ დაიდო ეს ფეიკ ნიუსი,თითქოს და მერიამ მიწა მაჩუქა. ხალხი მილოცავს კომენტარებში და მეტს უკეთესსაც მისურვვებენ, მადლობა თქვენ მაგრამ ტყუილია ხალხნო. პატიოსნად, როგორც ყველა მოქალაქემ ავიღე იჯარის წესით,ყველა წესის და კანონის დაცვით. მინდა ვუთხრა,მათ ვინც ეს თქვა და მათ ვინც სიამოვნებით აზიარებს და აკომენტარებს:კარგით რა, მეტი საქმე არ გაქვთ? ჩემზე, რომ ტყუილები არ წეროთ? არ აგყვებათ ხალხი მაგ პროვოკაციაში. ისიც გაასაჯაროვეთ, განცხადება,რომ შევიტანე სახლში შუქის შეყვანაზე და უფასოდ რომ გამიკეთეს ან საერთოდ ახალი ნათურები,რომ მაჩუქეს უფრო გავარდება”, – წერს გაბუნია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები