LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აშშ-თან და ევროპასთან ურთიერთობები გავაძლიეროთ

66
BeFunky-collage (2)

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ევროპასთან და აშშ-თან არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდეს.

ღარიბაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული არ ყოფილა

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ უპირისპირდება ხელისუფლება საქართველოში აშშ-ს ელჩს:

“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს საზოგადოებას – ჩვენ, რომ იტყვიან, ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, მთლიანად ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ.

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართოდა, ეს არის ომი.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევით. ასე რომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა. რა თქმა უნდა, ამავდროულად მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკასთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ კითხვების დასმაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობები, რომელიც გვაქვს ამერიკასთან, ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაციები არის საფუძველს მოკლებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე, მესტიაში, „სვანეთობაზე“ ყოფნის დროს პრემიერმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე, სასამართლო სისტემის ეფექტიანობასა და ოპოზიციის ქმედებებზე.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა:

“ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მაქვს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება – ათასობით. ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაძლიერებთ და მეტს გავაკეთებთ”, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმითვე, ქართული სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს მიღწევებით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით.

ხელისუფლებიდან გასულ დეპუტატებზე საუბრის დროს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს:

ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს პოლიტიკოსს უფლება აქვს გაემიჯნოს გუნდს, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია. მინდა ვთქვა, რომ ამ გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს შეფერხებას არ შევუქმნით. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს ამ დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა”, – ამბობს პრემიერი.

ოპოზიციაზე საუბრის დროს კი აღნიშნა, რომ “რადიკალური ოპოზიციის რეალური მიზანი საქართველოს ევროპული გზა არ არის:

“ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მათი სურვილი არ არის არც კანდიდატის სტატუსის მიღება.

აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. ყველას კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც რა თქმა უნდა, ფიასკოთი დასრულდა და ყოველთვის ასე დასრულდება. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. თუ მათ სურთ თანამშრომლობა გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. ამის მიუხედავად, პარლამენტში მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, სამუშაო ჯგუფები შექმნილი და მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არცერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს”, – ამბობს პრემიერი.

პრემიერი ბიჭვინთის ანექსიაზე: ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ – უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ

ეს არის უბრალოდ სპეკულაციები – პრემიერი კითხვაზე, ბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g