„მოვუწოდებდი ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიჭვითის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლება გონივრული პოლიტიკით, აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე და სტაბილურობა.
„მინდა შეგახსენოთ ყველას, არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და ასზე მეტი სოფელი.
ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ქალბატონო ემა, ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.
ამავე თემაზე:
ზურაბიშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა
ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა