LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ვმუშაობთ, როგორ ვაქციოთ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა

81
garibashvili-fb4

ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ კონკრეტული გეგმა ამის თაობაზე უახლოეს თვეებში იქნება წარდგენილი.

„მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე, ვარჩევთ საუკეთესო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას და რეალურად ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის Gambling city უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს კაზინოებიც, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი და მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. აქვე გეტყვით, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა ფინანსურ ცენტრებზე, ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული კონცეფციაა და ამაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ კონკრეტულ პაკეტებს და შემოთავაზებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობას სურს ასევე ფინანსური ცენტრის შექმნა თბილისსა და ქუთაისშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები