LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემო – როგორ დავიწყოთ ბიზნესი სომხეთში

232
y

როგორ დავიწყოთ ბიზნესი სომხეთში?– მეზობელი ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს ელის, მათ შორის, საქართველოდან.

რა პროცედურები უნდა გაირონ დაინტერესებულმა პირებმა იმისთვის, რომ სომხეთში ბიზნესსაქმიანობა აწარმოონ და რატომ არის სომხური ბიზნესგარემო საინტერესო ინვესტორებისთვის- ამ საკითხებზე „ფორტუნას“ პროექტის UNDP Armenia-ის კოორდინატორი არტაკ პოღოსიანი ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, სომხეთში ღია და გამჭვირვალე ბიზსნესგარემოა. სომხეთის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, მაქსიმალურად უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორების მხარდაჭერას. ბიზნესის დაწყება აღნიშნულ ქვეყანაში უცხოელებისთვის საკმაოდ მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, აქ მარტივია როგორც დროებითი, ისე მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებაც.

არსებობს ასეთი ონალიან პლატფორმა Armenia e-Regulations (armenia.eregulations.org), რომელიც ინვესტორებისთვის, ფაქტობრივად, ონლაინ გიდს წარმოადგენს. აღნიშნულ ვებგვერდზე თავმოყრილია ყველა ტიპის ინფორმაცია, რაც უცხოელ ბიზნესმენებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან სომხეთში ბიზნესის დასაწყებად, რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ წესრიგში, ვის და სად უნდა მიმართონ…

როგორც არტაკ პოღოსიანი ამბობს, armenia.eregulations.org-ზე დეტალურად არის გაწერილი საჭირო დოკუმენტების სია. ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ სომხეთში საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ, არის კომპანიის დარეგისტრირება, კერძო მეწარმეობა, ასევე რომელიმე კომპანიის ფილიალად ყოფნა.

„სომხეთს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმის, რომ უცხოელი ინვესტორები დააინტერესოს. ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. ჩვენი ხელისუფლება გასაკუთრებით უჭერს მხარს საერთაშორისო ინვესტორებს. ჩვენთან შესაძლებელია როგორც სრულიად ახალი კომპანიის დაარსება და საქმიანობის ნულიდან დაწყება, ისე უკვე არსებული საერთაშორისო კომპანიების ფილიალების გახსნა“, – ამბობს პროექტის UNDP Armenia-ის კოორდინატორი არტაკ პოღოსიანი.

მათ ვისაც, აღნიშნული პროექტი და სომხეთში ბიზნესის დაწყება აინტერესებს, შეუძლიათ მიმართონ არტაკ პოღოსიანს შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

E-mail: [email protected]

Phone: +37460 530000 ext. 226

Mob: +37477 567357

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები