LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური პუტინის გადაწყვეტილებაზე: მე არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია

154
ფორტუნა - 2023-05-11T125423.018

„პუტინის ზრახვებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი – მე არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე.

ღუდუშაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ ცალმხრივად დადებული სანქცია საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნა.

„ნამდვილად ვერ გეტყვით პუტინის გადაწყვეტილების დროსთან და მის ზრახვებთან დაკავშირებით, ერთი არის ფაქტი – ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი. რაც შეეხება ოპოზიციას და მის აჟიოტაჟს, რომ გადაწყვეტილება რაც მიიღო, რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა, ეს უნდა ჰკითხოთ ოპოზიციას, რა პრიზმიდან უყურებენ ამას.

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში.“

მე თუ მეკითხებით, არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი და ფაქტია, რომ რაც სანქციის სახით ჰქონდა დადებული საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მათი მხრიდან იყო ეს დადებული ცალმხრივად და ახლა არის მოხსნილი, შესაბამისად, გაუგებარია ახლა რა შეუძლია საქართველოს? საქართველოს მოქალაქეებს დაადოს სანქცია და აუკრძალოს თუ ვინმეს სურვილი აქვს ისარგებლოს ამ შეზღუდვის არქონით? ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ [მიმოსვლას], რაღაც დოზით გაუადვილდებათ ამ ადამიანებს მიმოსვლა, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო რომ თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი და ტურისტულად იმოგზაუროს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს გახდა ცნობილი პუტინის გადაწყვეტილება. კერძოდ, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ…გაუგებარია, რატომ უნდა დავუწესოთ სანქციები საკუთარ მოქალაქეებს” – ირაკლი კობახიძე

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები