LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დვალი: ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, რომ ვიღაც აუცილებლად “ნაციონალების” მხარდამჭერია, საზოგადოებაში  პოლარიზაციას იწვევს – დღეს, ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება

2283
მაგდა ანიკაშვილი და გია დვალი

„რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არაა, ვინმე მაინც და მაინც ჩემს ჭკუაზე გადმოვიყვანო, მიზანი არის, რომ სხვა კუთხიდან დავინახოთ მოვლენები. დღეს ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში ყველას ესმის ერთიანობა, თუმცა ამ ერთიანობას მთავრობის ქმედებები და რიტორიკა ხელს არ უწყობს, ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა, გია დვალმა განაცხადა.

უკრაინაში ომის კონტექსტში, დვალმა ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და ხელისუფლების რიტორიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი, საზოგადოების ვალია, თუკი მათ ვითარება არასწორად წარმართეს, კორექტირება შევიტანოთ. დვალის მოსაზრებით, არ შეიძლება ვისაუბროთ მუდმივად იმაზე, რომ რომელიღაც ჯგუფს ომი უნდა – მისი თქმით, ხელისუფლების ეს რიტორიკა უნდა შეწყდეს.

„ჩვენ, მოქალაქეები მთავრობებს შანსს ვაძლევთ და თუ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არასწორად წარმართა (პროცესი), შემდეგ ჩვენი ვალია, კორექტირება შევიტანოთ, ამიტომ ამაში საწყენი არაფერია, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.

ჯერ ერთი, ამ შიდა ბაზარზე ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის თქმა და მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, ომის პარტია, ვიღაც მხარდამჭერები აუცილებლად „ნაციონალებს“ უნდა მიაკუთვნონ და ა.შ. ან ადამიანს თუ უკრაინის მხარდაჭერა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმა და ა.შ, ეს კარგი არავისთვისაა, რადგან ეს საზოგადოებაში აბსოლუტურად პოლარიზაციას იწვევს. ომის გამეორება ასე ხშირად კარგი არ არის, შევეშვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა შიდა მოხმარების ლექსიკონიდან საერთოდ ამოვიღოთ.“ – განაცხადა გია დვალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g