LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია წარმატების შესახებ: „თვითრეალიზება“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ხანდახან შემდეგი ელფერი დაჰკრავს – მთავარია, მე მივაღწიო წარმატებას და შენ საერთოდ არ მახსოვხარ…“

143
gia-murgulia.

ფილოლოგიის დოქტორი, მასწავლებელი, გია მურღულია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და კითხვაზე, როგორია მისთვის წარმატებული ადამიანი, ასე პასუხობს:

„სიტყვა წარმატება მაინცდამაინც არ მიყვარს. რა შინაარსსაც ის გამოხატავს, ის მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც გამოხატავს, ეს არ მომწონს. წარმატება ნიშნავს, როცა რაღაცას წაამატებ შენს წინარე მდგომარეობას. ამ „წაამატებს“ ხშირად ისე განმარტავენ, რომ მთავარია, წაამატო და მეტი არაფერი. რა გზით, წაამატებ, ამას ნაკლებად ლაპარაკობენ. „თვითრეალიზება“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ხანდახან შემდეგი ელფერი დაჰკრავს – მთავარია, მე მივაღწიო წარმატებას და შენ საერთოდ არ მახსოვხარ. წარმატება არ არსებობს სხვა ადამიანის გარეშე. ადამიანი არის სოციალური არსება და უადამიანო წარმატება ცუდი განცდაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები