გიგანტმა ამერიკულმა კომპანია Amazon-მა ქართველი გოგონა დაასაქმა. საუბარია ელენე კავთელაძეზე, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. აღსანიშნავია, რომ ელენემ მუშაობა დაიწყო Amazon-ის მადრიდის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის (Software Development Engineer) პოზიციაზე.

როგორც თავისუფალ უნივერსიტეტში აცხადებენ, ელენე კავთელაძე იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სემინარისტი პროგრამირების მეთოდოლოგიაში. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფინანსებელი მაქსის სტიპენდიის, რომლის ფარგლებშიც, კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი 2020-21 სასწავლო წელს მიიღებს სტიპენდიას.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი ახალგაზრდები მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობას იწყებენ. ცოტა ხნის წინ, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ზაურ მეშველიანმა მუშაობა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები