LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: “2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა, ქვეყანა სხვა რელსებზე უნდა გადავიყვანოთ”

3871
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სჭირდება, რადგან კორონავირუსი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს ცხოვრებაში.

“სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა. ამიტომ, ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ სხვა რელსებზე. გვჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა!

მკაცრი რეგულაციები სამედიცინო პირბადეზე და დისტანციაზე! თავში ხელის წაშენის დრო არ არის , ახლა ხელების დაკაპიწების და შრომის დროა!

ერთმანეთის გვერდით დგომის დროა, რათა გადავრჩეთ!”- წერს გიორგი ფახაკაძე.

პროფესორმა პირად ფეისბუქგევრდზე მორიგ ლაივ ჩართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ ის ვაქცინა უნდა განიხილოს, რომელსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია აქვს.

“ფაიზერის ვაქცინა უკვე დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. “მოდერნა” და “ასტრაზენეკა” უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაამტკიცა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება მდიდარ ქვეყნებში. საქართველოში როდის ჩამოვა ღმერთმა იცის…

ბევრი შეკითხვა იყო ჩინურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. კარგია თუ ცუდი. ფაქტია, რომ არცერთ სამედიცინო ჟურნალში არ არის დაბეჭდილი ეს ინფორმაცია. ფიზიკურად არ არსებობს.”- თქვა გიორგი ფხაკაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g