LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს.. საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის, ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა

130
giorgifxakadze2011-2020-11-18_11-27-50_565776

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია აღარ არის და ახლა, მხოლოდ პროცესების მართვაა საჭირო.

“საქართველო დღეს, რა უნდა გავაკეთოთ, ბლიცანალიზი – გიორგი ფხაკაძე (2/06/2022) პარიზი, საფრანგეთი.
1. სახელმწიფომ შემოიტანა მაღალეფექტური „ფაიზერის“ ვაქცინა და აიცერით პროტოკოლის მიხედვით, ვის როგორც გეკუთვნით.
2. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, განსაკუთრებით, ვინც ხართ 60 წელს გადაცილებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე, ხშირად დაიბანეთ ხელები.
3. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ, რომ პოზიტივი არის ერთადერთი, რასაც არ სჭირდება არც ვაქცინა, არც პირბადე. პოზიტივს სჭირდება მხოლოდ ღიმილი და ხედვა, რომ პრაგმატულად შევხედოთ მომავალს.
4. საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის. ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა. ახლა პროცესები უნდა ვმართოთ.
5. მჯერა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ შეცდომებზე უკვე ისწავლა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ამ შეცდომებზე სწავლისგან მიღებული გამოცდილებით ვნახავთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
6. პროგრესმა და მეცნიერებამ კოვიდზე გაიმარჯვა. ეს არის ჯიუტი ფაქტი. გამოიყენეთ მეცნიერების მიღწევები.
7. დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუ ყველა თავის ჯანმრთელობას მიხედავს, ყველაფერი კარგად იქნება.
8. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა არა ვიღაცის, არამედ თქვენს ხელშია.
9. და ბოლოს, გვახსოვდეს: სწორი ინფორმაცია ნეგატიური არ არის. ნეგატიური არის ტყუილი, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. სწორი ინფორმაცია სწორად უნდა აღიქვათ და მიიღოთ.
10. ვიყოთ პოზიტიურები, მოვუსმინოთ სწორ ინფორმაციას, ვენდოთ სპეციალისტებს და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g