LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე ივანე ჩხაიძეს მიმართავს: „რატომ არ შემოიტანა საქართველომ კოვიდის ბივალენტური ვაქცინა? უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ..“

214
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებას, რომელშიც ივანე ჩხაიძე კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტურ ვაქცინებზე საუბრობს.

ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ – ივანე ჩხაიძე

გიორგი ფხაკაძე სვამს კითხვას, რატომ არ შემოიტანა საქართველომ ბივალენტური ვაქცინები:

„საჯარო შეკითხვა ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარეს: თავად ადასტურებთ, რომ კოვიდის ბივალენტური ვაქცინები ეფექტიანია.

თავად რეკომენდაციას უწევთ ბივალენტურ ვაქცინებს.

რატომ ქვეყანამ არ შემოიტანა კოვიდის ბივალენტური ვაქცინა?

უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ…

ის, რომ კოვიდვაქცინები ან კოვიდის გადატანა ნაწილობრივად იცავს 5-6 თვე კოვიდისგან, ამაზე მე უკვე 2 წელია ვსაუბრობ… ანუ, ამჟამად საქართველო არის 99% აუცრელი ქვეყანა, აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მსგავსად და მარტო ჯოგურ იმუნიტეტზეა ქვეყნის „დაცვა“ დარჩენილი.

ვფიქრობ, ვაქცინაციის საბჭომ ამოწურა თავისი ფუნქცია (უფუნქცო და მავნე გადაწყვეტილებების შეკრების ადგილი იყო მაინც) და უნდა იქნეს გაუქმებული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

„ვისაც დაემართება, იმას არაფერი ეშველება, პოსტკოვიდური მდგომარეობა უნდა გადაიაროს“ – გიორგი ფხაკაძე გახანგრძლივებულ ხველაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები