LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში!..“

96
giorgifxakadze5

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის დელტა შტამთან დაკავშირებულ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო ინდურ სცენარს იმეორებს.

გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„დელტა ვირუსი არის საქართველოში❗️

✅საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში❗️

✅პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში❗️

✅ჟანგბადის დეფიციტი იქნება ასევე 1-2 კვირაში❗️

✅ვაფრთხილებდი ყველას ჯერ კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსი მობილიზებული ყოფილიყო❗️ რა გაკეთდა?! არაფერი❗️

✅საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად❗️ ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “აკონტროლოს ეს ვირუსი”❗️

✅მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ კლავს❗️☠️ სანამდე? სანამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?!  დავიღალე ამდენი უნიათო ვითომ პროფესიონალების ყურებით❗️

2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ? თქვენ შეეკითხეთ:

?ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)❗️

?პირბადეების ხარისხის ლაბოლატორიის ჩამოტანა და გამართვა ( ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)❗️

?ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)❗️

?მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)❗️

?წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი)❗️

?საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში❗️

✅ამ ვერაგი ვირუსის მართვა შესაძლებელია, მაგრამ აშკარად არ ან ვერ მართავენ❗️

✅შედეგი:

? 6000-მდე მოქალაქე მოკლეს❗️

?ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად❗️

?ჩვენი ბავშვები არიან აბსოლუტურად დაუცველნი❗️

ამოვიდა ყელში ეს არაპროფესიონალიზმი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები