LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „საქართველოში თუ ჩამოვალ, ვიღაცები ციხეში ამოყოფენ თავს.. ახლა წადით ეკლესიაში და ზოგიერთებმა სანთელი დაანთეთ, რომ ფხაკაძე არ ჩამოვიდეს“

1560
-44-2021-08-27_09-55-53_789053

მე ვაქცინებზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, თუ რაიმე უბედურება არ მოხდა. უკვე ყველაფერი ვთქვი❗️ ქვეყანა არის შესაცვლელი, მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მიიღეთ გადაწყვეტილება და რაღაცა ქენით, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს სოციალურ ქსელში და არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“✅ადამიანს ყოველთვის ვეხმარები, რომ გაიზარდოს;
✅მე არასოდეს არ წავალ პაციენტის წინააღმდეგ…
✅იშვიათი სანახავია მსოფლიოში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი აზროვნებით და სულით, რომელიც არ და ვერ იყიდება – გიორგი ფხაკაძე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მას ვერ იყიდით, ამის გაგება უჭირს ბევრს, ვატყობ❗️
✅ფხაკაძის ენა არის ცეცხლის ენა…
✅მე ვარ ნამყოფი ჯოჯოხეთში და ცოცხალი გამოვედი იქიდან – ეს ჯობია, გაითვალისწინონ ზოგიერთებმა …
✅დედაჩემი ამბობდა, წასულებზე ლაპარაკობენ ან კარგს, ან არაფერს. ხალხი, რომლებიც ახლა ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის და მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს, არიან მავნებლები. კონკრეტულად არავის სახელს არ დავასახელებ, რადგან ჩემთვის ეს ხალხი არის წასული❗️
✅ფხაკაძეს დაუბიუჯეტებია 20 მილიარდზე მეტი სხვადასხვა ბიუჯეტები, თქვენ კი იცით საერთოდ, 20 მილიარდი როგორ გამოიყურება⁉️
✅თუ დასჭირდება საქმეს, ფხაკაძე საქართველოში ჩამოვა❗️ მაგრამ თუ ჩამოვალ, თავისი ქმედებების გამო ვიღაცები ციხეში ამოყოფენ თავს, ვიღაცები კი საავადმყოფოში შევლენ არა თეთრი ხალათით, არამედ მხოლოდ როგორც მხოლოდ პაციენტები.
✅ახლა წადით ეკლესიაში და ზოგიერთებმა სანთელი დაანთეთ, რომ ფხაკაძე არ ჩამოვიდეს.
✅გავიმეორებ – არანაირ პოლიტიკურ პარტიასთან მე არ ვიქნები აფილირებული❗️ მე ვარ ტექნოკრატი❗️ საქმის გაკეთება თუ დაგჭირდებათ, ჩემი ტელეფონი იცით, დამირეკეთ, დაგეხმარებით, თქვენი ხელფასი არ მინდა, ისე გავაკეთებ გასაკეთებელს❗️ ხალხის ფული არ მინდა ერთი თეთრი❗️ მე ჩემი გაგება მაქვს;
✅მონას, ყველა მონა ჰგონია. ჩემთან არ არსებობს კოჰაბიტაცია. მავნებლობასთან კომპრომისი დაუშვებელია;
✅თქვენზეა დამოკიდებული, არ იყოთ მონები, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. გამოდით მონობიდან, მონობა ღუპავს, მონობა კლავს❗️ ქართველი ადამიანი არ არის მონა;
✅სანამ საქართველოში იქნება მანქანებზე დაბურული შუშები და სანამ არ იქნება იმის შეგნება, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, მუშა, მინისტრი, დამლაგებელი – ყველა არის ერთი და მათ შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს, მანამდე არ გვეშველება. ერთადერთი განსხვავებული არის ჩვენი ჯარი, საპატიო და აღმატებული;
✅მე ვაქცინებზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, თუ რაიმე უბედურება არ მოხდა. უკვე ყველაფერი ვთქვი❗️
✅ქვეყანა არის შესაცვლელი, მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მიიღეთ გადაწყვეტილება და რაღაცა ქენით…
✅მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც მინდა, პოლიტიკაში ჩავერიო, მაგრამ გადაწყვეტილება მისაღებია – დავალაგოთ ეს ქვეყანა, რომ საქმე აკეთონ პროფესიონალებმა❗️
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g